რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?

555ეს კითხვა ერთერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ პაციენტები და მეც შევეცდები კიდევ ერთხელ გავცე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი. არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კირბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. მათი აქტივობის შედეგად ხდება რბილი ნადების მინერალიზაცია გარემოდან, უპირველეს ყოვლისა კი ნერწყვიდან. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ ქვების წარმოქმნის ინტენსივობის ერთერთი განმსაზღვრელი ნერწყვის მინერალური შემადგენლობაა. ასევე ჩემი დაკვირვებით, ინტენსივობა მაღალია იმ პირებში, ვინც დიდი რაოდენობით სვამს მინერალურ წყალს. Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 30963 times by 11184 viewers